2023 წლის 5 დეკემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის #20/29-01 ბრძანებით გამოცხადდა მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე კონკურსი.
2024 წლის 15 იანვარს ჩატარდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის სხდომა.
სხდომაზე განხილულ იქნა წარმოდგენილი პროექტები და მიღებულ იქნა ერთიანი გადაწყვეტილება:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტის შესაბამისად დაფინანსდა ყველა წარმოდგენილი პროექტი:
1. პროექტი სახელწოდებით: „ინოვაციური ბიზნესის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თემურ შენგელია
2. პროექტი სახელწოდებით: „ წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი
3. პროექტი სახელწოდებით: „ საქართველოს საგარეო სავაჭრო პოტენციალის კვლევა ევროკავშირის ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის კონტექსტით“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი
4. პროექტი სახელწოდებით: „ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის შრომითი კმაყოფილების ზეგავლენა პაციენტების სამედიცინო მომსახურების კმაყოფილების ხარისხზე (ავერსის კლინიკების მაგალითზე)“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი
5. პროექტი სახელწოდებით: „ცირკულარული ეკონომიკის განვითარების არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია
6. პროექტი სახელწოდებით: “ საქართველოს ეკონომიკური
პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე